16 ივნისიდან საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ დაიწყება
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ 16 ივნისიდან დაიწყება.
ფესტივალის ფარგლებში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 17 სპექტაკლი. მაყურებელს საშუალება ეძლევა 16 ივნისიდან პირველ ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველად საერთაშორისო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. თეატრები სპექტაკლებს თავიანთ მუნიციპალიტეტებში წარმოადგენენ, ხოლო დახურვის ღონისძიება ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში პირველ ივლისს გაიმართება.
სპექტაკლებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ წარმოდგენილი განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების გარდა, მაყურებელი ნახავს ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის წარმოდგენებს.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
