დღეს ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დღეს, ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. 50-მდე მსხვილი კომპანია სამუშაოს მაძიებელ პირებს 400-მდე ვაკანტურ ადგილს სთავაზობდა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო სამუშაო ადგილები გაყიდვების, სადაზღვევო, ვაჭრობის, კვების წარმოების, სასტუმროსა და სარესტორნო ინდუსტრიებიდან.
"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში მცხოვრები დასაქმების მსურველი მოქალაქეებისა და რეგიონში მოქმედი დამსაქმებლების შეხვედრა. დღეს, ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეხვედროდნენ 50-მდე პოტენციურ დამსაქმებელს, გაეცნოთ სასურველი ვაკანსიები და წარმოეჩინათ საკუთარი უნარები პირისპირ კომუნიკაციის გზით დამსაქმებელთან.
სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ მივიდნენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ქუთაისის ოფისში და დეტალური ინფორმაცია მიიღონო, გალაკტიონ ტაბიძის 40 ნომერში," - განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს იმერეთის წარმომადგენელმა ეკა ლეჟავამ.

სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
