დღეს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომა გაიმართა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-4 სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


მიღებული გადაწყვეტილებით, ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტში შეტანილი იქნა ცვლილება, რომლის შედეგადაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება განხორციელებული:


გზების და ტროტუარების კაპიტალური შეკეთების ქვეპროგრამა გაიზარდა - 739,6 ათასი ლარით.


„ქალაქ ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა - 4 949,2 ათასი ლარით.


„მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამა, გაიზარდა - 2 152,5 ათასი ლარით.


„სხვადასხვა სახეობის სპორტულ - გამაჯანსაღებელი და დასასვენებლად განკუთვნილი ობიექტების მოწყობა - რეაბილიტაცია - ექსპლუატაციის“ ქვეპროგრამა გაიზარდა -1 320,2 ათასი ლარით.


სოციალური ღონისძიებების პროგრამას დაემატა შემდეგი ქვეპროგრამები:


„ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერება“ - 70,0 ათასი ლარი.

 

„ბავშვის განვითარების ხელშეწყობა“ - 30,0 ათასი ლარი.


საკრებულოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის (ოქმის) ფორმები. ახალი დადგენილების მიხედვით სრულად არის გათვალისწინებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე შესაძლებელია მისი სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსება და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება.


ცვლილება შევიდა საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში. რომლის შედეგადაც, ქუთაისში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტების ნუსხას კიდევ რამდენიმე ობიექტი დაემატა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, იქნება დაფინანსებული.

 

საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის თქმით, 2022წლის ბიუჯეტში მესამე ცვლილება განხორციელდა.

 

"ამ ცვლილებას საფუძვლად დაედო მთავრობის 2021 წლის 16 აგვისტოს N1419 განკარგულება, აღნიშნულის ფარგლებში დამატებითი სანქციები გამოიყო. ჯამში ცხრა მილიონ შვიდასი ათასი ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული თანხა განაწილდა პროგრამების მიხედვით შემდეგი მიმართულებით: საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გაიზარდა 1მილიონ 57ათასი ლარით. ამ თანხით მოხდება ქალაქში მდებარე შუქნიშნების განახლება.

 

ასევე გაიზარდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა 5 მლნ 990 ათასი ლარით. აღნიშნული თანხის ფარგლებში ცენტრალურ მოედანზე, მუზეუმის შენობის ნაცვლად გარემონტდება და მოეწყობა ტურისტული საგამოფენო სივრცე.

 

ასევე, ცვლილება განხორციელდა ქუთაისში ფასადების რეაბილიტაციის პროგრამაში. ჯამში აღნიშნული პროგრამა 2 მლნ 177 ათასი ლარით გაიზარდა. ამით ახალგაზრდობის გამზირზე მოხდება ფასადების რეაბილიტაცია.

 

ბიუჯეტი, მესამე ცვლილების შედეგად 125მლნ 590 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება,"- განაცხადა დავით ნიშნიანიძემ FirstNews.ge-თან საუბარში.

 

კითხვაზე თუ რატომ არ გაიზარდა ტრანსპორტის ხარჯი, ნიშნიანიძემ გვიპასუხა, რომ აღნიშნული ხარჯი შ.პ.ს.-ს ხარჯზე 700ათასი ლარით გაიზარდა.

 

"არა ავტობუსებისა და ზოგადად ტექნიკის რეაბილიტაციისა და რემონტისათვის, როგორც ეს სხდომაზე იქნა გაჟღერებული, არამედ მათი ექსპლუატაციისათვის. როგორც საკრებულოს სხდომაზე ითქვა, ქალაქში კიდევ ათი ერთეული მიკროავტობუსი დაგვემატა. აღნიშნულ მიკროავტობუსებს ტექნიკურად გამართვა ესაჭიროება. ასევე, მათი ყოველდღიური ექსპლუატაციისათვის ხარჯი იზრდება და აქედან გამომდინარე კი, კომპანიის ხარჯი გაიზარდა.


ვინაიდან მგზავრობის ტარიფი არის იმაზე ნაკლები, ვიდრე შეიძლება საბაზრო ღირებულებით იყოს განსაზღვრული, მუნიციპალიტეტთან სუბსიდირებას საჭიროებს.

 

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არაფერი არ შემოდის.

 

ორი გზა არსებობს: ტარიფი იმ დონემდე უნდა გავაძვიროთ, რომ დააკმაყოფილოს შემოსავალი, ან უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სუბსიდირება. ჩვენ ჯერჯერობით მეორეს ვირჩევთ,"- განაცხადა დავით ნიშნიანიძემ.

წაკითხვა 353 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 17 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.