ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს
ექიმებმა მარნეულში, აივნის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საკეისრო კვეთის შემდეგ ჩვილს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.
„დაფიქსირდა ნაყოფის ერთეული გულისცემა და ნაყოფის გადარჩენის მიზნით, სასწრაფოდ შეყვანილი იქნა საოპერაციოში. პარალელურად ქალბატონზეც გრძელდებოდა რეანიმაციული ღონისძიებები და საკეისრო კვეთის შემდგომ, ნაყოფის ამოყვანისასაც იყო ნაყოფთანაც გულის გაჩერება, მაგრამ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად ბავშვი გადარჩა“, - განაცხადა ექიმმა.
ცნობისთვის, გუშინ მარნეულში ნარმან ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 2 ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ორი არასრულწლოვანი, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით მკურნალობას მარნეულის ,,იმედის” კლინიკაში განაგრძობენ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
