"ამ ეტაპზე ტყიბულში 10 000 000 ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება" - ზვიად შალამბერიძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გუბერნატორის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ტყიბულის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნენ.
,,ტყიბულის მუნიციპალიტეტში ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა ღირებულება 10 000 000 ლარამდეა. პროექტების დასრულების შედეგად მუნიციპალიტეტი მიიღებს განახლებულ ცენტრს, ქუჩეებს და ახალ ტურისტულ ლოკაციებს,“ - ზვიად შალამბერიძე.
მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდისა და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის დაფინანსებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.
ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად ცირეკიძისა და რუსთაველის ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და რეკრეაციული ზონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე, ისტორიულ ურბანულ ტერიტორიაზე ეკონომიკური და ტურისტული მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, გელათის ქუჩაზე გზის სავალი ნაწილისა და არსებული შენობების რევიტალიზაციის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ პროექტები ევროკავშირის მიერ ფინანსდება.
ასევე, ევროკავშირის დაფინანსებით ტყიბულში, უნიკალური ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის იწყება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცხრაჯვარიდან სოფელ ძმუისის კანიონამდე და ცხრაჯვარის სალოცავამდე ტურისტული ბილიკების მოწყობას.
მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებულმა მრავალბინიანი კორპუსების გარე ფასადების რეაბილიტაციის პროექტიც დაათვალიერა, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
