ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი
ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიაგეს პატივი.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრები, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„14 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან. უმძიმესი დღეები იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ ომს ჰყავს თავის გმირები - ჩვენი სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა ხსოვნას დღეს კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ცხადყო, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, გაძლიერებისა და განვითარების უალტერნატივო გზა მშვიდობაა.
ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ და მშვიდობიან საქართველოში!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის მერიამ ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1500 ლარი ჩაურიცხა.
რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაგებად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სიახლეები
- "ეს დღე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი" - ირაკლი კობახიძე
- "ქართულმა ოცნებამ“ თსუ-ს დამოუკიდებლობა დაასრულა, უნივერსიტეტის პოლიტიზაციით და აკადემიურ თავისუფლებაზე მუქარით" - სალომე ზურაბიშვილი
- მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ
- გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
