ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-10 სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-10 სხდომა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო.
სხდომაზე ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ოკუპანტი ქვეყნის დროშის აღმართვას და ამ ფაქტზე “ქართული ოცნების” დუმილს აპროტესტებდა.
აღნიშნულ ფაქტზე ქუთაისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა და მოქალაქის იდენტიფიცირება მოახდინა.
"ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქის მიერ რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსების გამო, ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მოხერხდა მოქალაქის იდენტიფიცირება. მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.
ზემოთ აღნიშნული ფაქტი მოხდა 29 აგვისტოს, მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება, რის შემდეგაც განხორციელდა შესაბამისი ქმედება მუნიციპალური ინსპექციის მიერ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ადმინისტრაციის მიერ დაუყოვნებლივ მოხდა ფაქტის აღკვეთა,"- აღნიშნულია ქუთაისის მერიის განცხადებაში.
თუმცა აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ქუთაისის საკრებულოს სხდომა გაგრძელდა და დღის წესრიგით წარმოდგენილი 12 საკითხი დაამტკიცა.
სხდომას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის № 1 დადგენილებაში. ცვლილების მიზანია ორგანულ კანონთან დადგენილების შესაბამისობაში მოყვანა.
სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ქუთაისის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ, მიმდინარე წელს გაწეული სამუშაო ანგარიში.
რიგით მე-10 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში, რომლის მთავარი მიზანია ადგილობრივ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზება.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი