"მინდა მივულოცო ყველა მოზარდს, სტუდენტს, მოსწავლესა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება" - დავით ერემეიშვილი
ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს- ცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი და საკრებულოს წევრი ბექა ქებულაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ქალაქის სკოლებს ესტუმრნენ.
ვიცე-მერმა სწავლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს და მასწავლებლებს:
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - დაიწყო ახალი სასწავლო წელი!
გასული წლებში, პანდემიის გამო, სამწუხაროდ ვერ ვახერხებდით ახალი სასწავლო წლის დაწყების სათანადოდ აღნიშვნას. დღეს კვლავ შევძელით ერთად ყოფნა, ამ მართლაც საზეიმო დღეს.
მინდა მივულოცო ყველა მოზარდს, ყველა სტუდენტს, მოსწავლეს და ჩვენი ქვეყნის პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება. განსაკუთრებით ვულოცავ იმ პატარებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს ცოდნის კარი.
წარმატებული იყოს ყველასთვის 2022-2023 სასწავლო წელი!"- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა და სახელმწიფო ჰიმნი გაჟღერდა.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი