"აფხაზეთში იზრდება მოხალისეების რიცხვი, რომლებიც უკრაინის სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად რესპუბლიკას ტოვებენ" - ინალ არძინბა
აფხაზეთში მობილიზაცია გამოცხადებული არ არის, მაგრამ მოხალისეთა რიცხვი, რომლებიც ტოვებენ რესპუბლიკას უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, მუდმივად იზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მობილიზაცია არ გვაქვს. მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ ჯერ კიდევ 2014 წლიდან აფხაზმა მოხალისეებმა იარაღი აიღეს და დონბასის თავისუფლებას იცავენ და მათი რიცხვი იზრდება. ეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, - განაცხადა მან.
არძინბას მტკიცებით, დონბასის „თავისუფლება“ აფხაზი მოხალისეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
