ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა
ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე სკვერში ოლიმპიური კედელი გაიხსნა. ღონისძიება ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღეს მიეძღვნა.
საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიური ჩემპიონები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სკვერის კედელზე გამოსახულია წარმატებული ქართველი ოლიმპიელების პორტრეტები.
„დღეს ქუთაისში ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღვნიშნეთ. სულხან-საბას დასახლებაში , ერთ-ერთ სკვერში ოლიმპიური კედელი გავხსენით. ჩვენთან ერთად იყვნენ სახელოვანი ქართველი ოლიმპიელები.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას." - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე , ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის , რამდენიმე სპორტსმენს სიგელები და პრიზები გადაეცათ.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი