დღეს, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის" ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა
დღეს, ქუთაისში სასტუმრო "ბაგრატი 1003" - ში არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის" ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა.
ორგანიზაცია ტრენერთა ტრენინგს პროექტის "MERIT-ME Migrants Empowerment and Reintegration through Training, Mentoring and Engagement" ფარგლებში ახორციელებს.
პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელო, გურიასა და იმერეთში დროებით შრომით მიგრაციაში ჩართული პირების უნარების გაძლიერებასა და რეინტეგრაციის ხელშეწყობას.
ტრენინგი განკუთვნილია ადგილობრივი მუნიციპალური სტრუქტურების წარმომადგენლების, თემის ლიდერებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომელთაც აქტიური შეხება აქვთ თურქეთსა და მეზობელ ქვეყნებში დროებით შრომით მიგრაციაში ჩართულ ახალგაზრდებთან და ქალებთან.
"ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა გაიძლიერეს უნარები განათლების, დასაქმების და მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით შრომითი მიგრანტებში, ასევე, დაეუფლნენ ტრენინგის დიზაინისა და ჩატარების უნარებს. ტრენერთა ტრენერები კონკურსის წესით სხვადასხვა რეგიონიდან შევარჩიეთ "- განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ტრენერმა და მენტორმა სალომე იობაძემ.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ, უფრო ვრცლად ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის მმართველმა, მედეა ჩუხუამ ისაუბრა:
"მაქვს ტრენერობის გამოცდილება, მაგრამ დღევანდელი ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სოციუმის განვითარებისათვის. განსაკუთრებით ემიგრაციაში მყოფი ქალებისთვის, რაზეც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ.
ძალიან მომეწონა ის, რომ ტრენინგი აბსოლუტურად მარტივ ენაზე იყო შედგენილი, რაც დამსწრეთათვის გასაგები იყო.
მჯერა და მაქვს იმედი, რომ ჩემი დროის ნაწილს დავუთმობ იმას, რომ შემდგომ ეტაპზე მეც ჩავერთო ტრენინგში,რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა ემიგრაციაში მცხოვრები ქალებისადმი,"- განაცხადა ჩვენთან საუბარში მედეა ჩუხუამ.
სიახლეები
- წონის კლების ფრანგული მოდელი ბიოლოგიური საათის მიხედვით
- ზღვის მარილი კურნავს? - მითები და რეალობა
- "უკრაინა ჩვენი მტერია" - ვიქტორ ორბანი
- "1000 ლარად ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვა მეტყველებს იმაზე, ეს კომპანია გაკოტრებულია, რეალური ღირებულება 0-ის ტოლია"
- "მზად ვართ, ევროსაბჭოს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება უცხოურ გავლენასთან ბრძოლის მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე
