ქუთაისში, პროექტის - "შშმ ქალები გენდერული თანასწორობისთვის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, იმერეთის რეგიონული ორგანიზაცია "შშმ ქალები თანასწორობისთვის" ორგანიზებით პროექტის- "შშმ ქალები გენდერული თანასწორობისთვის" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრაზე ორგანიზაციამ საზოგადოებას ბოლო ათი თვის განმავლობაში განხორციელებული პროექტის მიზნების მისაღწევად გათვალისწინებული აქტივობები, სამუშაოების შედეგები გააცნოთ. ასევე, მოხდება სამომავლო გეგმების გაცნობა და შეხვედრის შეჯამება.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მედია, პროექტში ჩართული სხვა აქტორები დაესწრნენ.
პროექტის შესახებ უფრო ვრცლად FirstNews.ge-ს ააიპ " შეზღუდული შესაძლებლობის ქალები თანასწორობისთვის" ორგანიზაციის თავმჯდომარე და პროექტის დირექტორი თინათინ გელხვიძე ესაუბრა:
"პროექტის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში შშმ ქალთა და გოგონათა მოძრაობის განვითარება, გააქტიურება, გაძლიერება, მათი პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება და გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა. სამიზნე მუნიციპალიტეტები ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა, ბაღდათი წყალტუბო. პროექტში მონაწილეობდნენ შშმ ქალები და გოგონები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 18 წელი, მათი მშობლები, მხარდამჭერები ასევე სპეცპედაგოგები და გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგ/სემინარები ადამიანის ძირითად უფლებები/ თავისუფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ასევე ლიდერობის უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა ქალთა და გოგონათა ინტეგრირებული კლუბის საინტერესო თემატურ შეხვედრები. აღნიშნული შეხვედრები იყო მოტივაციის მიმცემი განხილული თემებითა და საინტერესო პრაქტიკების გაზიარებით, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშემწყობი, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ასპექტებში (მათ შორის ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ადგილობრივ ღონისძიებებში),"- განაცხადა თინათინ გელხვიძემ.
პროექტი თავისი მნიშვნელობით, პირველი პრეცედენტია იმერეთის რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ქუთაისი, წყალტუბო, სამტრედია, თერჯოლა და ბაღდათი.
მოგეხსენებათ რომ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები და გოგონები ერთ-ერთ ცალკე სამიზნე ჯგუფად იდენტიფიცირდება, როგორს გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციით, ასევე საქართველოს ახალი კანონით, რომელიც შესაბამისობაშია კონვენციასთან. ვინაიდან შშმ ქალებსა და გოგონებს, განსხვავებით შშმ პირებისგან, აქვთ სხვა ტიპის სოციალური ცხოვრების გამოცდილება და სპეციფიკური მათთვის დამახასიათებელი საჭიროებები.
შშმ ქალები და გოგონები, როგორც მოწყვლადი ჯგუფი, განიცდიან უფრო მეტი სახის დისკრიმინაციასა და ჩაგვრას, ბარიერებსა და გამოწვევებს, ვიდრე ჩვეულებრივ შშმ პირები ზოგადად. მათი საჭიროებები, ბარიერები და გამოწვევები, მათ შორის დისკრიმინაციის ზოგიერთი ფორმები ხშირად უხილავია საზოგადოებისთვის.
შშმ ქალები და გოგონები, განიცდიან უფრო მეტ სტიგმებს, სტერეოტიპებს, ვიდრე ზოგადად შშმ თემი. ასევე მათ მიმართ არსებობს განსხვავებული რწმენა-წარმოდგენები, რომელიც შეეხება თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროსა და ასპექტს, რომელმაც მათი სოციალიზაცია უნდა უზრუნველყოს. ამ ყოველივეს აძლიერებს და აბრკოლებს ქვეყანაში არსებული უთანასწორო გარემო და მკვეთრად პატრიარქალური კულტურა. ამ გამოწვევებს ემატება შშმ ქალთა და გოგონათა არა საათანადო აქტივობა საჯარო და პოლიტიკურ სივრცეში. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის აქტიური წახალისება/გაძლიერება ჩართულობისთვის.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის “შშმ ქალები გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ქალთა ფონდი საქართველოში და ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) პარტნიორობით, ორგანიზაციების "ქალი და რეალობა", "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი", რაჭის სათემო ორგანიზაცია", "პანკისის ქალთა საბჭო" ერთობლივი თანამშრომლობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი