ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-5 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე მე-5 სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.


საკრებულოზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იჯარის ფორმით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,სიმღერის აკადემიას“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412749717) გადაეცა.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,სიმღერის აკადემია“ (საიდენტიფიკაციო კოდის №412749717) ვალდებულია სარგებლობაში გადაცემულ უძრავ ქონებაზე უზრუნველყოს მრავალფუნქციური მუსიკალური სტუდიის შექმნა.


საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის მერს თანხმობა მიეცა იჯარის ფორმით გასცეს ქუთაისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რაც ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებას უზრუნველყოფს.

 

ცვლილება იქნა შეტანილი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №149 განკარგულებაში, კერძოდ:


ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №149 განკარგულების №1 დანართიდან (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილები) ამოღებული იქნას მე-8 (ფალიაშვილის ქუჩა №19-27 შენობის სამხრეთით, ფართობით 630.0 კვ.მ. საკადასტრო კოდის №03.03.21.378), 65-ე (ფალიაშვილის ქუჩა №33 შენობის სამხრეთით, ფართობით 360.0 კვ.მ. საკადასტრო კოდის №03.03.21.196) და 114-ე (ფალიაშვილის ქუჩა №29 შენობის სამხრეთით, ფართობით 210.0 კვ.მ. საკადასტრო კოდის №03.03.21.386) პუნქტები.“

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 თებერვლის №149 განკარგულების №2 დანართიდან (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პარკირების სპეციალური ადგილები ტაქსებისა და სპეციალური ტრანსპორტისათვის) ამოღებული იქნას მე-3 (ფალიაშვილის ქუჩა №19-27 შენობის სამხრეთით, ფართობით 120.0 კვ.მ. საკადასტრო კოდის №03.03.21.378) და 25-ე (რუსთაველის მოედნის აღმოსავლეთით, ფართობით 37.0 კვ.მ. საკადასტრო კოდის №03.03.21.461) პუნქტები.“


გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,მ2 ქუთაისს“ (საიდენტიფიკაციო კოდის №404537756) შორის, 2017 წლის 15 ივნისს გაფორმებული №21 ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადის 2024 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების თაობაზე. საინვესტიციო ვალდებულებად კი 6 000 000 .00 (ექვსი მილიონი) ლარი განისაზღვრა.

წაკითხვა 297 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 15 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.