ირაკლი შენგელიამ მოქალაქეებს ქუთაისის საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ მოქალაქეებს საკრებულოს 2022 წლის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც მოქალაქეები, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა, ასევე სამოქალაქო სექტორის და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ანგარიშის წარდგენისას ძირითადად აქცენტი გაკეთებული იყო საკრებულოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე და შემდეგი საანგარიშგებო პერიოდის ძირითად პრიორიტეტებზე. მათ შორის საუბარი შეეხო ქალაქის განვითარების კონცეფციას, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების მიერ გაწეულ მუშაობას. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში არსებულ ხარვეზებს და გასატარებელ ღონისძიებებს.
"გარდა იმისა რომ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ავალდებულებს იყვნენ ანგარიშვალდებულნი ხალხთან. არსებობს ასევე მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მმართველ ძალას გააჩნია. შესაბამისად დღეს საკრებულომ ხალხს ანგარიში წარუდგინა, სადაც საუბარია იმ გაწეული საქმიანობის შესახებ რომელიც ერთი წლის განმავლობაში იქნა გატარებული. მოგეხსენებათ რომ საკრებულოს შემადგენლობის უმრავლესობამ მოსახლეობას უკვე წარუდგინა ანგარიში, მათგან შესაბამისად მიიღო უკუკავშირი. ეს გახლავთ საკრებულოს როგორც ინსტიტუციის ანგარიშვალდებულების ნაწილის ერთგვარი დეკლარირებული პრიორიტეტი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება," -განაცხადა FirstNews.ge-თან საუბარში ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

სიახლეები
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
- "ევროპასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- შსს-მ ჭიათურაში პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
