"თელავში სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია" - კახეთის სახელმწიფო რწმუნებული
სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია - ძირითადად, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, - ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ თელავში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში, პერიოდულად, აღდგება.
„სტიქიით მიყენებული ზიანი საკმაოდ მასშტაბურია. რაც მთავარია, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტს შეზღუდვით მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, რომელიც დღის განმავლობაში, პერიოდულად, აღდგება. ძირითადად, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, რომლის პირველადი გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე შეფასდება სტიქიის მიერ მიყენებული ზიანი სრულად და დაიწყება აბსოლუტურად აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება კოორდინაციას, შეკრებილი იყო საკოორდინაციო საბჭო - ყველა სამინისტრო და უწყებაა მობილიზებული იმისთვის, რომ თელავის მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მალე აღმოიფხვრას სტიქიით გამოწვეული ზიანი“, - განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.
ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.
დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.
Latest from ნინო
- "ცხრა წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს"- ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოდან
- "რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის - პროტესტი არ ჩერდება" - სალომე ზურაბიშვილი
- "მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს" - ირაკლი კობახიძე
- „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“ - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი განცხადებას ავრცელებენ