ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და „სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და „სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა.
მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე, სეზონის მოახლოებასთან ერთად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა გაზიფიცირებული ზონის არამხოლოდ გეგმიური გადამოწმება და „ასევე, სოკარ ჯორჯია გაზი“ - ს წარმომადგენლების მიერ ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი.
ზვიად შალამბერიძის განმარტებით, გაზის მომწოდებელი კომპანიის მიერ ამ დრომდე გატარებული ზომები არ არის საკმარისი და რისკების მინიმუმამდე დასაყვანად, კონტროლის ახალი ბერკეტების შექმნაა საჭირო. სწორედ ამ მიზნით, რწმუნებულმა მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ პროცესში მუნიციპალიტეტები მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები. ზესტაფონში გვიან ღამით მომხდარ ტრადგედიას 25 წლის დედისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვალების მიზეზის პირვანდელ ვერსიად წყლის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
