5 ოქტომბერს ბაღდათში საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი გაიმართება
5 ოქტომბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით, ვ. მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში და მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველად საერთაშორისო ღვინის არტ ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალის დაფუძნების მიზანი ბაღდათის, როგორც ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილის დამკვიდრება და ადგილობრივი წარმოებული პროდუქციის, განსაკუთრებით კი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციაა. ფესტივალი ასევე ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, კერძო სექტორის განვითარებას და ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას.
ღვინის არტ-ფესტივალის პროგრამა დღის წესრიგი 12:00 ფესტივალის გახსნა 12:00 დან-18:00 -მდე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შემდეგი აქტივობები:
• იმერული კუთხე • ღვინის გამოფენა გაყიდვა-დეგუსტაცია
• ადგილობრივი წარმოების ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა
• ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
• ნუმიზმატიკური ნივთების გამოფენა
• წიგნოვაცია- სამოლაშქრო ტურიზმი
• ყვავილების გამოფენა-გაყიდვა
• ფერწერული ტილოების, სამოსის და ფოტოების გამოფენა
• მაიაკოვსკის მუზეუმში ვიზიტორების მიღება
• „ვაზის ქორწილი“ ყურძნის სახალხო დაწურვა, ბადაგის დაგემოვნება ფელამუშის მოდუღება-მასტერკლასი, ჩურჩხელის მასტერკლასი-ამოვლება, არყის გამოხდა
• კულინარიული მასტერკლასები იმერულ ეზოში
• აგროტექნიკის გამოფენა 12:30 ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? თემაზე ღვინო და მაიაკოვსკი, ვ. ვ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ლიტერატურული სალონი 15:00- 18:00 არტ-ფოლკლორული, კლასიკური და ქალაქური მუსიკა
• საპატიო ბაღდათელის დასახელება დაჯილდოება 18:00- 19:00 არტ-მაიაკოვსკი 21:00- ელექტრონული მუსიკა ლაზერ შოუს თანხლებით, ფოიერვერკის და ფრანების გაშვება
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
