ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა
ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ფოტოკონკურს „ილოს“ გამარჯვებულების დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა.
თეატრის ფოიეში გამოიფინა ჟიურის მიერ ფინალისთვის შერჩეული ფოტონამუშევრები. ფოტოკონკურსი, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდობის საქმეთა განოფილების მიერ არის ორგანიზებული, ყოველწლიურია და წელს მეთორმეტედ ჩატარდა. გასული წლიდან მასში მონაწილეობენ არამხოლოდ ქართველი მოყვარული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფები, არამედ ფოტოხელოვანები ქუთაისის დაძმობილებული ქალაქებიდანაც, რის გამოც ფოტოკონკურსი უკვე საერთაშორისო გახდა.
კონკურსის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილის მფლობელი გახდა გიორგი ცხელიშვილი. მეორე ადგილი წილად ხვდა ნიკოლოზ მესხს, ხოლო მესამე ადგილი - სოფიო ბუცხრიკიძეს.
ნომინაციაში „ჩემი ქალაქი“ გაიმარჯვა უკრაინის ქალაქ სუმის მკვიდრმა, რომელსაც კუთვნილი პრიზი „ორმაისობის“ დღესასწაულზე გადაეცემა.
რუბრიკა „ჩემი ქუთაისის“ -თვის განკუთვნილი პრიზი კი არჩილ გეგენავამ აიღო. გამარჯვებულებს პრიზები გადასცეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და ჟიურის თავმჯდომარემ გურამ წიბახაშვილმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
