წყალტუბოს დამსვენებლებს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე Wi-Fi-ით უფასო სარგებლობა შეეძლებათ
დღეიდან წყალტუბოს დამსვენებლებს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე Wi-Fi-ით უფასო სარგებლობა შეეძლებათ.
Wi-Fi-ით სარგებლობის საშუალება ექნებათ როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე მწვანე ქალაქის სტუმრებს, ტურისტებსა და დამსვენებლებს, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მწვანე ქალაქის სტუმრების უმრავლესობა სწორედ წყალტუბოს ცენტრალური პარკისა და ცივი ტბის ტერიტორიაზე ისვენებს.
აღნიშნული ტერიტორიები ინტერნეტით "ტურიზმის განვითარების ცენტრმა" უზრუნველყო.
ასევე, გაიზარდა თანამედროვე სტანდარტების მქონე იმ სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ-პანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
