ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.
მისივე თქმით, ცენტრალური საავტომობილო გზის დაზიანების გამო, მიმდინარეობს შემოვლითი გზების მოწყობა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ცენტრალურ მაგისტრალი დაზიანებულია ონიდან 1 კმ-ში, შოვის მიმართულებით, ასევე სოფელ უწერასკენ მიმავალი და ღებისა და ონის გამყოფი გზები.
„ცენტრალურ მაგისტრალზე სამ ადგილას არის ჩაწყვეტილი გზა და გადაადგილება შეუძლებელია. მოსახლეობასთან გვაქვს სისტემატური კომუნიკაცია. საკმაოდ დიდი ზარალია, რამდენიმე დღე დასჭირდება. ჯერ არც კი ვიცით რა დაგხვდება სხვა ლოკაციებზე. დავიწყეთ შემოვლითი გზების აღდგენა, კონკრეტულად რამდენი დღე დასჭირდება ვერ ვიტყვით, საკმაოდ რთული მონაკვეთებია. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, თუ ამინდმაც ხელი შეგვიწყო, რომ ვისი გადმოყვანაც აუცილებელი იქნება, უზრუნველვყოთ და გადმოვიყვანოთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტში 12 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
სიახლეები
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "თუ რაიმე ფორმით თავს დაგვესხმებით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სრული ძალა ისეთი დონით დაგეცემათ, როგორიც მანამდე არავის უნახავს" - ტრამპი ირანს
- "ისრაელის ავიადარტყმების ფონზე ირანის ლიდერები „ჩანთებს ალაგებენ“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
- „თუ მოხდა აფეთქება ან გაჟონვა ჩვენ სისტემა მზად არ გვაქვს" - ნინო ჩხობაძე
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა