"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის "
8 აგვისტო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის დღეა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა თეიმურაზ კვინიკაძემ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის და ქუთაისის საკრებულოს ხელმძღვანელებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ომის ვეტერანებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალთან, პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.
მემორიალი გვირგვინებით შეამკეს , სასულიერო პირებმა კი ომში დაღუპულებს პარაკლისი გადაუხადეს .
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის - ჩვენ დავკარგეთ მეომრები, მშვიდობიანი მოსახლეობა, ტერიტორიები... 12 წელი გავიდა და არ მოშუშებულა აგვისტოს ომის იარები. არ დასრულებულა ოკუპაციის პროცესიც.
განსაკუთრებული ემოციები ახლავს 8 აგვისტოს თითოეული ქართველისთვის. ქედს ვიხრით ამ ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნის წინაშე ! მშვიდობა ჩვენი სახელმწიფოს, ხელისუფლების მტკიცე არჩევანია და ქვეყნის გამთლიანების ერთადერთი, უალტერნატივო მეთოდი. მშვიდობიან სამყაროში გვეცხოვროს !“- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
მემორიალთან მოეწყო ა(ა)იპ " ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მიერ აგვისტოს ომის თემაზე მომზადებული ფოტო-გამოფენა .რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისის მერიის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
