November 16, 2024

იმერეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიყენებული ზარალის აღრიცხვა ამ წუთებშიც გრძელდება.

 

მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დილიდან კვლავ წყალტუბის მუნიციპალიტეტში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

 

23 აგვისტოს ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად, ქალაქ წყალტუბოში, ვაზნარის ღელის ადიდების გამო დაიტბორა 21 საცხოვრებლი სახლი, პირველადი მონაცემებით წვიმამ მუნიციპალიტეტში დააზარალა 120-ზე მეტი ოჯახი, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

 

სტიქიის გამო რთული მდგომარებაა სოფლების: რიონის, სორმონის, ნოღის, ზარათი-მეჩერის, გუმათის, ჯიმასტაროს, ჟონეთის, დღნორისის, საჩხეურის, ოფურჩხეთის, ქვილიშორის, ხომულის, ჩუნეშის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოს შიდა სასოფლო გზებზე, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ნოღაში და სორმონში, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. მეწყერმა დააზარალა სოფელ ქვილიშორის მოსახლება.

 

მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი- ალპანა- მამისონის დამაკავშირებლ ცენტრალურ გზაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა.

 

ძლიერი ნალექის გამო ქუთაისში კახიანოურის, წერთელის, ფოთის, განჯის, ნიკო მარის, ერევნის, ბალანჩივაძის,
გუმათის, ავალიანის, ხეთაგუროვის, კრილოვის, ონის, შავგულიძის, ჩხობაძის ქუჩა, ავტომშენებლის ქ.
ძელქვიანის, ნინოშვილის, ტყიბულის, გელათის, ბადრიძის, კოსტავას, ევდოშვილის ქუჩებზე პრობლემები შეიქმა, ასევე, სოლომონ მე-2 მე-4 ჩიხ პანსიონატი. დათა ნიჟარაძის მე-3 შესახვევი.

 

წვიმის გამო ასევე დაზიანებულია მელიქიშვილის, მარჯანიშვილის, კეკელიძის, ბუხაიძის, შარტავას, ნიკეას, ლესელიძის, რუას, ბარათაშვილის, ჭონქაძის, ბერი თევდორეს, ჩანჩიბაძის და სხირტლაძის ქუჩა, სადაც საყრდენ კედელს ფუნდამენტი გამოაცალა. ასევე, ახალაგაზრდობის მე-5 შეს. N14; ახალგაზრდობის მე-8 შეს. N2, სადაც ჩატანილია ხრეში; სადგური რიონისა და ახალგაზრდობის გამზირის დამაკავშირებელი კიბე.

 

გადაუღებელმა წვიმამ თერჯოლაში შიდა საუბნო გზები დააზიანა, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.

 

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები.

 

შედარებით ნაკლებად დაზარალდა ჭიათურა, სადაც ძლიერმა წვიმამ სამ სოფელში სამი საუბნო გზა გადარიცხა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზები უახლოეს პერიოდში აღდგება.

წაკითხვა 589 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.