წყალტუბოში იასონ ლორთქიფანიძის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა
წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის 100 წლისთავის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე და რეგიონის საბანაკო დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფაგლებში, რომელიც დამსახურებული ბანკირის რევაზ რობაქიძის ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა, მოეწყო ფოტო და ნუმიზმატთა გამოფენები, ისაუბრეს წარმატებული ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის ქართული საბანკო სისტემის განვითარებაში შეტანილ წვლილზე, მის მიერ შემუშავებულ ფულის ნიშნებსა და რეფორმებზე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ სოფელ ჩუნეშში მცხოვრებ წარმატებულ სტუდენტებს, ასევე ნუმიზმატთა კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებელს გურამ ფილიპაშვილს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის თხოვნის გათვალისწინებით, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს საჩუქრად ექსპონატები გადაეცა და როგორც აღინიშნა, ამიერიდან სახლ-მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს საშუალება ექნება პირველი ბანკირის იასონ ლორთქიფანიძის ღვაწლს გაეცცნოს და იხილოს ის ნივთები, რომლებშიც ქართული ეროვნული ვალუტა "ლარი" ინახებოდა.
"ფიცის კაცების" ღირსეული შთამომავლების ნიკო და იასონ ლორთქიფანიძეების მამულში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი ქართული სიმღერა "ღვინოვ კახურო" ევროპის წამყვანი საოპერო თეატრების მომღერალმა აკაკი იოსელიანმა შეასრულა.
სტუმრებმა სახელმწიფო ბანკის პირველი თავმჯდომარის იასონ ლორთქიფანიძის საიუბილეო ღონისძიების გამართვის ინიციატორსა და ორგანიზატორს რევაზ რობაქიძეს მადლობა გადაუხადეს.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"