April 19, 2025

ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარის რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა.

 

ზვიად შალამბერიძის თქმით, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სიტუაციას სრულად აკონტროლებენ და პანდემიის გავრცელების რისკებს მართავენ.

 

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწრაფად და ეფექტურად მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ. ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად გვაქვს. თუ ეპიდემიის დასაწყისში კოვიდის მართვა ხდებოდა რეგიონის მხოლოდ ორ კლინიკაში, დღეს მათ რიცხვს ქუთაისში არსებული კიდევ სამი ჯანდაცვის დაწესებულება: ო.ჩხობაძის ინვალიდთა და ხანდაზმულთა კლინიკური ცენტრი, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი და კლინიკა "ბომონდი“ შეემატა. დღეისთვის, აღნიშნული დაწესებულებები კოვიდის მართვაში აქტიურად ჩაერთენ და საჭიროების შემთხვევაში, მობილიზაციისთვის მომზადებულია 300-მდე საწოლი. ზემოთ ჩამოთვლილი დაწესებულებები იმერეთის გარდა მოემსახურებიან სხვა რეგიონებსაც“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

 

ქუთაისში ასევე, მზადყოფნაშია ერთ-ერთი სასტუმრო, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკური ჯგუფის მიერ მომზადებული ახალი პროტოკოლის მიხედვით, საწყისი ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო მეთვალყურეობას გაუწევს პაციენტებს კოვიდის მსუბუქი ფორმებით.

წაკითხვა 481 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.