წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს
წყალმომარაგების კომპანია ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას განაგრძობს, რომელიც წლის ბოლოდან 10 ათასამდე მაცხოვრებელს მოემსახურება.
სამუშაოების მიმდინარეობას და ხარისხს კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
"აღნიშნული პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია და ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე ობიექტი ექსპულატაციაში შევა, რის შემდეგაც დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანს ხარისხიან წყალმომარაგებას მივაწვდით. წლის ბოლომდე, ჩვენ ასევე ვგეგმავთ ახალი ტენდერის გამოცხადებას, რომელიც ტყიბულში არსებული ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციასა და მოწესრიგებას გულისხმობს. შესაბამისად, ჩვენ მომდევნო წლის ბოლომდე უკვე გვექნება შესაძლებლობა, მოსახლოებას ახალი ქსელებით, ახალი გამწმენდი ნაგებობითა და სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სისტემებით მოვემსახუროთ", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა გიგა მანდარიამ.
ქალაქ ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარამდე გამოიყო.
პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდებათ და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
სიახლეები
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს