ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა
ქუთაისში 5 სავაჭრო ცენტრი დაჯარიმდა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ინსპექტირების ჯგუფმა ჯარიმები უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო დაწერა. გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.
"ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში, ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ,"-განაცხადა ბექა ფერაძემ.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" და "უნივერმაღი".
სავაჭრო ცენტრებს 10 000 ლარიანი ჯარიმები დაუწერეს.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
