სახალხო მოძრაობამ ,,არა ნაციზმს’’ მორიგი შეხვედრა ქუთაისში გამართა
მესხიშვილის თეატრის სცენიდან, პოეტმა დავით მაღრაძემ ქუთაისლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
,,მინდა გისურვოთ გამარჯვება მოძალადეებზე, რომლებმაც თავიანთი სისასტიკით სამუდამოდ დაგვამახსოვრეს თავი. ისინი დღეს ერთადერთი სურვილით არიან შეპყრობილნი: საქართველოს მოსახლეობამ დაკარგოს მეხსიერება და ეს ცხრა წელი ამოუვარდეს თავისი ბიოგრაფიიდან. მათ ხელისუფლებაში დაბრუნების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებთ. არა სინანული, არა გულწრფელი განცდა, არა პატიების თხოვნა, არამედ აღვირახსნილი სურვილი, მდაბიოთა ვნება როგორმე პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილონ. სადაც თავმოყვარეობა არ არის, იქ პატივმოყვარეობაა. ამ ხალხს არანაირი ღირსება არ გააჩნია. ქართველმა ხალხმა ცხრაწლიან სისასტიკეს გაუძლო და თავისუფლებისთვის ბრძოლით არ დაღლილა. დღესაც თავის ღირსების სიმაღლეზე დგას და ელოდება იმ საბედისწერო არჩევანს, როდესაც უკუაგდებს ამ მოძალადეებს და მხარს დაუჭერს თავისუფლებას, თავისი ქვეყნის მშვიდ და ნათელ მომავალს''-აღნიშნა დავით მაღრაძემ.
პოეტის თქმით, სიმბოლურია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭს ემიგრაციის წარმომადგენელი იყრის, რადგან ქართული ემიგრაცია ყოველთვის დიდი ღირსების მატარებელი იყო, იგი მუდამ ინარჩუნებდა ქართულ ენასა და ტრადიციებს.
,,კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ღირსებით სავსე ჩვენი საზოგადოება, რომელსაც მშობლიური მიწა-წყლის დატოვება მოუწია. უცხო ქვეყანაში დაბადებულმა თაობებმა ქართული ენა თაობიდან თაობას გადასცეს. ძილისპირულთან ერთად, ყმაწვილებს სიზმარში ქართული ენაც გაატანეს და დღეს, შენარჩუნებული ქართულით, ისევ მზად არიან, ემსახურონ თავიანთ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ლოგიკური და სიმბოლურია, რომ საქართველოს პრეზიდენტად კენჭს ემიგრაციის წარმომადგენელი იყრის.
ერთ მხარეს საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, საბჭოთა რუსეთის ოფიციალური თანამშრომელი, მეორეზე კი წარსულში ემიგრანტი ქართველი, ევროპული მენტალიტეტის მქონე ქალბატონი დგას.”, – აღნიშნა დავით მაღრაძემ.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში