წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა
წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა.
ტაძარს და ტაძრის ეზოს ასევე ჩაუტარდა სადენზიფექციო სამუშაოები, ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ. ამასთან, კორონავირუსით დაინფიცირებული მღვდლის შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან სხვა ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირები.
კერძოდ, მათი ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავას საკუთარ დასა და დისშვილთან, რომლებსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდათ, კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონია, შესაბამისად, სასულიერო პირი ეჭვობს, რომ მოძღვრის დაინფიცირების მიზეზი ნათესავებთან კომუნიკაცია ვერ გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
