"ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის"
ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას.
„წმინდა მამები ამბობენ, რომ იუდა ისკარიოტელს მადლობა რომ ეთქვა უფლისათვის, ის ვეღარ გასცემდა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. დღეს ყოველი ჩვენთაგანი ელოდება ღვთის წყალობას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის. დღეს გვექნება კიდევ შეხვედრა, 12 ვნების სახარების კითხვა. გწყალობდეთ ღმერთი, წყალობა ღვთისა თქვენზედა და საქართველოსა და მთელ მსოფლიოსა ზედა იყოს.დაგლოცოთ უფალმა, ჩვენთან არს ღმერთი! 4 საათზე იქნება 12 ვნების სახარების კითხვა. წყალობა მოგმადლოთ უფალმა, სიყვარული ღვთისა გფარავდეთ თქვენ და საქართველოს“, - ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, დღეს განსაკუთრებული დღეა. "63 წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ მაკურთხა დიაკვნად. ვმადლობ უფალს და ვმადლობ უწმინდესს და უნეტარესს", -განაცხადა ილია მეორემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"
- "მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - მარია ზახაროვა
- "სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული"
- "სად უნდა მივიმალო? რა სისულელეა - წულუკიანთან რომ არ მივედი, ამან რა ახალი დანაშაული შეიძლება გამოიწვიოს?"