"ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი, აღივსებიან მადლით"
ზიარების უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი, აღივსებიან მადლით, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.
პატრიარქი ეპისტოლეში ტაძრის, ასევე წმინდა ზიარების მნიშვნელობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ის „ზეციური საკვებია“.
„ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა; ქრისტეს ეკლესია კი, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია; ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია. აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა; უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიც ყოველ ლიტურგიაზე ამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, - წმინდა ზიარებით. ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს. წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად. მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს“, - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
სიახლეები
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა
- "ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, რომელიც ქუთაისში, 20 წელი ფუნქიონირებდა, თბილისში გადაიტანეს" - ელეონორა არჩაია
- ევროპის დღე ქუთაისში - 24-25 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიებები
- "თუ 11 წელი სასწავლო პროგრამისთვის საკმარისია, სხვა რამის გამო არ შეიძლება დავამატოთ მე-12" - ირაკლი კობახიძე