"დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი"

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი.  გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სიონის ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

 

უწმინდესმა მოსახლეობას მოუწოდა, არ შეუშინდეს გაჭირვებას და უსამართლობას.

 

გარდა ამისა, ქადაგებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ ურთულეს დროში ვცხოვრობთ.

 

„ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს არ ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის.

 

სიონი და თბილისელები არიან როგორც დედა-შვილი, თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან. არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ, რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა.

 

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რა არის ჩვენი სამშობლოს მომავალი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, დედა ღვთისმშობელი არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერები, იყავით გახარებული, სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ, ყოველთა. ჯვარი გეწეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

წაკითხვა 683 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.