"ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს?"- მეუფე იაკობი

ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ: „ნაცები“ - ამის შესახებ დღევანდელი ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ბოდბისხევის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მანვე ეპისკოპოსებს მოუწოდა, ვიდრე პოლიტიკოსები ერთმანეთს არ დაჭამენ, დროულად ჩაერიონ და აარიდონ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება.

 

„იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეთ, აუცილებელია ჩხუბი? საქონლის ცემას უშლიან ადამიანებს და ერთმანეთში რისთვის ჩხუბობენ? რა უნდათ და რა აჩხუბებთ კანდიდატები რომ არიან? ვთქვათ, მოვიდა, რა მერე? მხსნელები არიან თუ რა არიან? მიზეზი არის ის, რომ ერთი ნაწილი ხალხის, რომელიც გაბრაზებული იყო 2012 წელს და გაუშვა წინა ხელისუფლება, რვა წლის მერეც იმას იძახის „ნაცი“, „ნაცი“, „ნაცი“. ისინი კი, „ოცნებას“ ვერ იტანენ. ჩვენ, დანარჩენი საქართველო ხომ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე პარტიები? სიტყვა „პარტიის“ მნიშვნელობას სახელი გაუფუჭდა საქართველოში. საბოლოო ჯამში, პარტია სექტად ყალიბდება ხოლმე. არ შეიძლება, ხალხო, ერთმანეთის ცემა. დაიჭერენ, ხოლმე, ვიღაცებს, იმაზე გადატყდება ჯოხი და იტყვიან, ძალადობას არ ვემხრობითო. თუ არ ემხრობი, მაშინ რატომ ჩხუბობ? რამდენი ხანია ვამბობ, შევრიგდეთ. ამ სიტყვას ჟურნალისტებს ხომ ვერ ათქმევინებ - შერიგებას და მშვიდობას. წინა კვირასაც ვიქადაგე ამის შესახებ და იმ საღამოდანვე ცემა-ტყეპები წავიდა. მაინც და მაინც სხვა ქვეყნის ელჩებმა უნდა გითხრან, შენ დალოცვილო, და მერე მიიღო ზომები? ვირები ხომ არ არიან, რომ ურტყამენ ერთმანეთს? ვირსაც მოფრთხილება უნდა იმიტომ, რომ საქმე აქვს გასაკეთებელი და ტყუილად იმასაც არ უნდა დაარტყა. რვა წელი გავიდა და კიდევ ვიძახოთ „ნაცები“. ერთი პარტია ხომ არ გახდა? აბა, შეხედეთ, რამდენ პარტიად იქცა? გაღვივდა და ჯეჯილივით ამოვიდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ არ შევრიგდით, ხსნა არაფერში იქნება. ვინც არ უნდა მოვიდეს, არავინ არის ისეთი საქართველოში, რომ რამე გააკეთოს, ღმერთი თუ არ დაგვეხმარა. ერში არ არსებობს ასეთი პიროვნება და თავი არ მოიტყუონ. პასუხისმგებელი ვარ ამაზე. 30 წელია ვუყურებ და წესიერი ქვეყანა ვერ ჩამოვაყალიბეთ. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი, ასე რომ გამრავლდა? და როცა ამრავლებ ამ პარტიებს, მერე მიდიხართ და ერთმანეთს სცემთ? შერიგდით და რაღაც გააკეთეთ, რომ საქართველო გადარჩეს. გვერდით გვაქვს ასეთი ომი. ერთმანეთს უნდა მოვეფეროთ. ჩვენც უნდა მოვთხოვოთ ხოლმე ხელისუფლებას. ეპისკოპოსებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სანამ ერთმანეთს არ დაჭამენ და სამოქალაქო ომი არ წავა, არ უნდა ჩაერიოთ? ჩაერიეთ, თქვენი საქმეა ჩარევა, თორემ ერს დაღუპავენ“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

წაკითხვა 582 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.