" იმედია, ქართველი ხალხი დაძლევს განსაცდელს, ავადმყოფობას, რომელიც მძვინვარებს" - ილია მეორე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
ილია მეორის თქმით, საქართველო ღვთისგან მრავალი სასწაულითაა დაჯილდოებული და შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა და ქვეყანაში მაცხოვრის კვართია ჩამოტანილი.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, თქვენო აღმატებულებავ, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. დიდ ხარ შენ, უფალო, საკვირველ არიან საქმენი შენი. ჩვენ ღვთისგან დაჯილდოებული ვართ მრავალი სასწაულით, შემთხვევეით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა, ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება“, – განაცხადა ილია მეორემ.
ამასთან, პატრიარქმა ისაუბრა კორონავირუსთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, საქართველო დაძლევს ამ განსაცდელს.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა, ის ავადმყოფობა, რომელიც მძვინვარებს. იმედია, რომ საქართველო, ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ, მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული“,- განაცხადა ილია მეორემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
