შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრილეძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის ფიზიკური პირი, ვინც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.
საქართველოს ყველა დიდ ქალაქში არსებულ მუნიციპალურ ტრანსპორტში ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან მგზავრთა რაოდნობა შეიზღუდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოზე მიიიღეს.
ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.