1 ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ფუნქციონირებას შეწყვეტს. ინფორმაციას ცენტრის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ავრცელებს .
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.
“რეგიონული ნაცაქტივისტები ხალხს ეუბნებიან, რომ წელს „ლელოზე“ მუშაობენ და რომ ასე გადაწყდა ზემოთ, ანუ წელს „ნაცებს“ და მათ ამომრჩეველს „ლელოს“ მიუგდებენ საჯიჯგნად”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.
ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც ფრანგულ საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში უეფას ჩემპიონთა ლიგა მოიგო, წმინდა გიორგის ორდენს გადასცემენ. ამასთან, „დაგვიანებით“ გადასცემენ ამავე ორდენს ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეს (ამჟამად თბილისის მერს) და ყოფილ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას.
როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირას და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.