მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ერთადერთი წყარო და ძალა ნამდვილი კურნებისა და ყოველი სიკეთისა არის უფალი იესო ქრისტე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიონ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ბოროტი ძალისგან ადამიანის გათავისუფლება. თუ კაცი მოძებნის ძალას და მოიკრებს გამბედაობას, თუ... მიმართავს ქრისტეს, იგი მას აუცილებლად შეეწევა და განკურნავს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) ქადაგებისას განაცხადა.
საპატრიარქოში მიღებულია გადაწყვეტილება, ვისარგებლოთ კანონიერი უფლებით და მედიის წარმომადგენლებისთვის დავაწესოთ რეგულაციები, რაც ზოგ შემთხვევებში, განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, აკრედიტაციის წესის გამოყენებასაც გულისხმობს, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
