ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
ისრაელის არმიამ ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე სამიზნეებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები განახორციელა,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, თეირანში დილით აფეთქებების ხმები ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები „ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.
მანამდე, ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, ისრაელი გააგრძელებს ოპერაციებს მანამ, სანამ ირანისა და მისი მოკავშირეების მხრიდან მომდინარე საფრთხე სრულად არ განეიტრალდება.
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
- რომის პაპმა ღვთისმშობელს სთხოვა, დაეცვა მისი უწმინდესობა, წმინდა სინოდი და მთელი საქართველოს მოსახლეობა
