ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი იმ მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვისაა საჭირო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ქადაგებისას აღნიშნა.
17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრება შედგა.
ერის სულიერი წინამძღოლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო მუჯირი გახდა.
,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ. ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას, რათა ერთობით და თანხმობით ავირჩიოთ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო, ავტოკეფალიური ეკლესიის ახალი მწყემსმთავარი”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ განაცხადა.
ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება, მაგრამ მეუფე შიოს ხმების ოდენობით, უპირატესობა აქვს, ეს კი რაღაცაზე მეტყველებს. შესაძლოა ამის ფაქტორი ის არის, რომ უწმინდესმა, ის მოსაყდრედ დაადგინა, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა.
კიდევ...
ვიდეო გალერეა
ჩვენს შესახებ
მოკლე ინფო
ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.
