შეგვაძლებინოს უფალმა, ვიცხოვროთ ნამდვილი ადამიანისთვის შესაფერისი ცხოვრებით, ვიცხოვროთ ქრისტეში, ღმერთში და იმ საღვთო ძალასთან ერთად, რომელიც ადამიანს აძლევს ყოველივე საუკეთესოს - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეხუთე კვირას ქადაგებისას განაცხადა.
უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ… მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე... რამეთუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიასპორისადმი მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ანდრია გვაზავამ წაიკითხა.
შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც... მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე... ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა დაემკვიდროს ჩვენში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მხოლოდ ქრისტეს რწმენა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვიხვეჭოთ მისი მადლი, მივიღოთ განკურნება და განვიმტკიცოთ ძალები ჩვენი ცხოვრებისეული გზის გასავლელად, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)აღდგომიდან მეექვსე კვირას, ბრმის კვირიაკეს ქადაგებისას განაცხადა.