იმისთვის, რომ ჩვენც გავხდეთ ღვთის მიმრქმელები, მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: შევიყვაროთ უფალი, ვიცავდეთ მის მცნებებს და არ დავხუროთ ჩვენი გულის კარები, როდესაც უფალი გვიკაკუნებს... იმისთვის, რომ გახდე ღვთის მიმრქმელი, უნდა გიყვარდეს უფალი და იცავდე მის მცნებებს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მირქმის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქო ჯვრის მონასტერთან მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
,,უფალი იესო ქრისტე გვასწავლის, რომ ნამდვილი სათნოება და ნამდვილი სიკეთე არის მხოლოდ სიყვარული… ეს სიყვარული იხსნება ჩვენში მხოლოდ სიმდაბლის ღვაწლით… მხოლოდ სიმდაბლეა ის თვისება, რომელიც მოიზიდავს სულიწმიდის მადლს და ხსნის ჩვენში სიყვარულს ღვთისადმი, სიყვარულს ადამიანისადმი”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.
უფალი ყოველთვის მიდის იმასთან, ვინც უფალს ეძებს, უფალთან შეხვედრას ეძებს და ვისაც მისი დანახვა სურს. მაგრამ როგორ უნდა დავინახოთ ქრისტე? - თუ დავიცავთ მის მცნებებს, შევუდგებით მას და გავხდებით მისი მოწაფეები, აი, მაშინ ვიხილავთ უფალს, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ტარდება.