"გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე"-მიხეილ სააკაშვილი
გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე,-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქზე“ გავრცელდა.
სააკაშვილი თავის პოსტში, 2021 წელს, მისი დაკავების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და სუს-ის უფროსის მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ამახვილებს ყურადღებას.
„მას შემდეგ რაც რუსებმა მიაწოდეს ამათ ინფორმაცია ჩემი ადგილსამყოფლის შესახებ და მე დამატყვევეს 2021 წლის 1 ოქტომბერს, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და გომელაურის სამეულმა ჩაატარა საზეიმო ბრიფინგი.
ხოდა ახლა გომელაურს გადაეცით, რომ მაგასაც ვიბარებ რუსთავში უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მსურს ჩავუტარო თათბირი გამოცდილების გაზიარების კუთხით და მოვამზადოთ აქედან გაქცევის ერთობლივი გეგმა“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 აპრილიდან
- "მე მჯერა არჩევნების, მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა" - სალომე ზურაბიშვილი
- პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესებას მხარი დაუჭირა
- " ივანიშვილს და „ოცნებას "გარდაეცვალათ" მამა, ვიქტორ ორბანის სახით" - მიხეი სააკაშვილი
- "უნგრელი ხალხის არჩევანს პატივს ვცემთ" - დიმიტრი პესკოვი
