31 მაისი თამბაქოზე თავის დანებების მსოფლიო დღეა
INER Georgia- წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის წერილს აქვეყნებს:
თამბაქო კლავს!
ეს აზრი დღეს პოლემიკის საგნად იქცა, რადგანაც ზოგიერთი უახლესი კვლევა აცხადებდა, რომ ნიკოტინი იცავს ადამიანებს კორონავირუსისაგან. პანდემიის დროს ჩინეთში წარმოებულმა კვლევებმა (დაიბეჭდა ჟურნალ The New England Journal of Medicine ა.წ. თებერვლის ნომერში), კიდევ უფრო დაადასტურა მისი მავნებლობა. კვლევამ აჩვენა, რომ დადასტურებული კორონავირუსის 1099 შემთხვევაში, მწეველთა 12, 4%-ს უფრო მეტად, გაორმაგებულად ესაჭიროებოდა ინტენსიური თერაპია და მექანიკური ვენტილაცია, ვიდრე არამწეველებს, 4,7%. თამბაქოს სამიზნე ხომ ფილტვებია, სწორედ ეს ორგანოა კორონავირუსის სამიზნეც. "ამაზრზენა ის იდეა, რომ შეიძლება ისაუბრო ნიკოტინის დამცველობით როლზე“ - აცხადებს ერთ-ერთი იტალიელი ექსპერტი - „უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც სიგარეტზე ვსაუბრობთ, საქმე ეხება არა მხოლოდ ნიკოტინს, რომელიც დამოკიდებულების გამომწვევია, არამედ 40 ათას კაცეროგენულ ნივთიერებას. ასეთი მესიჯების გაშვება საშიშია და უფრო ახალისებს მწეველებს და განსაკუთრებით მათ, ვინც ამ სოციალური იზოლაციის პირობებში თავის სუსტ ნებისყოფას ვერ შეებრძოლება და სწორედ ახლა დაიწყებს მოწევას“. ყველამ ვიცით, რომ თამბაქოს კვამლი, როგორც აქტიური ისე პასიური, ვნებს ჩვენს ჯანმთელობას და რესპირატორული ინფექციების გავრცელებას უწყობს ხელს. კვამლის ხშირი ცირკულირება სასუნთქ ორგანოებში აადვილებს რესპირატორულ ინფექციებს, კვამლს 7000-ზე მეტი ტოქსიკური ნივთიერება შეჰყავს მათში, რაც აშრობს ლორწოვანას და იმუნური სისტემის დაქვეითებით ეხმარება ვირუსებს და ბაქტერიებს ინფექციის გავრცელებაში. ამიტომაც, ყოვლად აუცილებელია თამბაქოს ნებისმიერი პროდუქციის მოხმარებაზე უარის თქმა ან მოწეული სიგარეტის რიცხვის შემცირება მაინც, მით უმეტეს დღევანდელ პირობებში. ფუნდამენტურია იმის ცოდნა, რომ ყოველნაირად უნდა მოვარიდოთ პასიურ კვამლს ოჯახის სხვა წევრები, განსაკუთრებით ბავშვები და მოხუცები, მით უფრო კრონიკული დაავადებებით. უნდა მოვერიდოთ ასევე ელექტრონული სიგარეტის და სხვა სახის თამბაქოს პროდუქტის გამოყენებას, რაც ყოველად მავნებელია ჯანმრთელობისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გადაჭრით ამბობს, რომ მწეველები არ არიან დაცულები ვირუსისაგან, იმ უბრალო პრაქტიკული მიზეზით, რასაც მოწევის რიტუალი წარმოადგენს: დაბინძურებული თითები, და შესაძლოა სიგარეტიც, ეხებიან ტუჩებს, რაც ზრდის ხელიდან პირში ვირუსის შეღწევის რისკს. ექიმები გვირჩევენ, რომ სიგარეტზე თავის დანებება ნებისმიერ მომენტში შეიძლება და ამის გაკეთებით დიდ სარგებელს მოუტანთ საკუთარ ჯანმრთელობას. სიგარეტის დაუოკებელი სურვილი მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება, თავშეკავების პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ პირველივე კვირას ქრება და მოწევის შეწყვეტიდან უკვე 20 წუთის შემდეგ ვიმკით ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მდგომარეობას. ყველა როდი სუქდება სიგარეტზე თავის დანებებით, ყოველ შემთხვევაში შეიძლება 2–3 კგ. მოიმატონ. თავის დანებების დროს კარგია წყლის, ხილის და ბოსტნეულის უხვად მიღება, მოძრაობა. თუკი მარტო არ გამოგდის თავის დანებება, შეგიძლიათ კონსულტაციისთვის მიმართ კომპეტენტურ ექიმს, ოღონდაც საკუთარი გადაწყვეტილება ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. წარუმატებელმა მცდელობამ არ უნდა შეგაშინოთ, სიგარეტზე თავის დანებების ყოველი მცდელობა მეტ შეგნებას გძენთ და შეიძლება კარგი სტიმული იყოს ძალების მომდევნო მოსინჯვაში. საბოლოოდ, დაინახავთ, რომ სიგარეტის დანებებით თქვენი ჯანმრთელობა გაკაჟდა, ფულიც დაგეზოგათ და თქვენს ირგვლივ მყოფების ჯანმრთელობაც დაცულია, განსაკუთრებით ბავშვების და მოხუცების.
31 მაისი თამბაქოზე თავის დანებების მსოფლიო დღეა! შეუერთდით კამპანიას!
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო