სკოლებში ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები ეტაპობრივად დაინერგება.
პარლამენტმა ამასთან დაკავშირებით დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით “ზოგადი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც პარლამენტს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ წარუდგინა.
კანონპროექტი სამინისტროს მიერ შექმნილი სასკოლო სახელმძღვანელოების სასწავლო პროცესში ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს 2026-2027 და 2027-2028 სასწავლო წლების განმავლობაში, ცალკეული კლასებისა და საგნების მიხედვით.
პროექტის თანახმად, 2028 წლის 1 სექტემბრიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა მხოლოდ სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით განახორციელონ.
სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა და სასწავლო პროცესში მათი დანერგვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება და სრულად 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება.
ცნობილი ქუთაისელი ექიმი ინფექციონისტი, ნუგზარ მაღლაკელიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ავრცელებს.
„თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ინფექციონისტის, პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო.
პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის სახელი ღირსეულ ადგილს იკავებს ქართული მედიცინის ისტორიაში. მისი მრავალწლიანი პროფესიული, სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობა, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი, სამუდამოდ დარჩება კოლეგების, სტუდენტებისა და პაციენტების მეხსიერებაში.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთელ სამედიცინო საზოგადოებას.
კლინიკის დამფუძნებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანი პერსონალის სახელით, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ პროფესორ ნუგზარ მაღლაკელიძის მიმართ კლინიკის განვითარებასა და პროფესიული საქმიანობის გაძლიერებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის!“, – ნათქვამია სამძიმრის პოსტში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი მოქალაქე, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
,,საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ართანას მიმდებარედ, მთაში მყოფი პირი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.
შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.
წარმატებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი”,- წერია ინფორმაციაში.
Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის მიერ მხარდაჭერილი IMPACT+ პროექტის დასკვნითი კონფერენცია წარმატებით გაიმართა 2025 წლის 4 დეკემბერს ქალაქ კაჰულში, მოლდოვაში, სადაც მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სფეროს ექსპერტები, თემების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
საქართველოს, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტის თანამშრომლები, დაინტერესებული მხარეები და 20 სამიზნე თემის წარმომადგენლები ქუთაისში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ ინოვაციური მიდგომები შავი ზღვის აუზის რეგიონის სოფლის თემებში საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნის გასაუმჯობესებლად.
