დეკემბერი 01 2021 წაკითხვა 385 ჯერ

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდა. მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს: არის სრულად ვაქცინირებული; გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე; ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი.

ნოემბერი 30 2021 წაკითხვა 413 ჯერ

საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

ნოემბერი 30 2021 წაკითხვა 752 ჯერ

Yandex Go-მ მუშაობა დღეს ქუთაისში დაიწყო. ქუთაისი მეოთხე ქალაქია საქართველოში, სადაც Yandex Go-ს სერვისი გამოჩნდა. მანქანის შესაკვეთად უნდა ჩამოტვირთოთ Yandex Go-ს აპლიკაცია, გახსნათ და მიუთითოთ სად გსურთ წასვლა. სერვისი თავად განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას, „გეოლოკაციის“ ფუნქციის დახმარებით აპლიკაცია მარტივად პოულობს ახლომდებარე მძღოლს, რომელიც ყველაზე სწრაფად მოვა.

ნოემბერი 30 2021 წაკითხვა 630 ჯერ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ „დელტაზე“ უფრო სწრაფად გავრცელდება და განსაკუთრებით პრობლემებს საქართველოს მსგავს ქვეყნებს შეუქმნის.

ნოემბერი 30 2021 წაკითხვა 511 ჯერ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 854 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 214 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.38%.

ნოემბერი 29 2021 წაკითხვა 451 ჯერ

ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში, ახალი პროგრამის განსახორციელებლად საპილოტე რეგიონად იმერეთი განისაზღვრა.

გვერდი 264 სულ 696
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.