საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა არ შეესაბამება სიმართლეს.
განათლების სამინისტრომ რეორგანიზაციის ფარგლებში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო გააუქმა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი, ადრეული განათლების და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ცირა ბარქაია სოციალურ ქსელში წერს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო”, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 10 000 ცალი სხვადასხვა სახეობის მოჭრილი ყვავილები იქნა შეჩერებული. ამის შესახებ ინფორმაციას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად, ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი, თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
1 ივლისიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ფუნქციონირებას შეწყვეტს. ინფორმაციას ცენტრის იმერეთის რეგიონალური წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე ავრცელებს .
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 4 ივნისის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.