ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება, მაგრამ მეუფე შიოს ხმების ოდენობით, უპირატესობა აქვს, ეს კი რაღაცაზე მეტყველებს. შესაძლოა ამის ფაქტორი ის არის, რომ უწმინდესმა, ის მოსაყდრედ დაადგინა, - ამის შესახებ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ განაცხადა.
,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ პატრიარქობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ფოთისა და ხობის მიტროლოპიტმა გრიგოლმა, ჟურნალისტებს სამების ტაძარში შესვლამდე განუცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.
,,წარმოდგენილი სამივე კანდიდატი ეკლესიის და ქვეყნის ერთგულია”, – ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც დღეს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება.
გილოცავთ გიორგობას. წმინდა დიდმოწამე გიორგიმ დაგლოცოთ, მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა – საქართველო, დაიფაროს ჩვენი ეკლესია და ყოველი თქვენგანი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
