2020 წლის დეკემბრიდან ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ზრუნვის კავშირი „ჰერა“ ბაღდათსა და ვანში ახორციელებს პროექტს „ეფექტური ორმხრივი კომუნიკაცია თემსა და მმართველობას შორის და ქალთა გაძლიერება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, წყალტუბოში ახალი მერი თანამშრომლებს წარუდგინა. გენადი ბალანჩივაძემ უფლებამოსილების განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 012 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 851 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 530 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.41%.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სამტრედიაში, საპილოტე პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებულ ცენტრალურ სკვერში, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
ბავშვებში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, თუმცა საჭიროა მეტად გააქტიურება, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.