November 22, 2024

"EECMD"-ის "DRIVE" Democracy-ის პროგრამის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა პროექტმა "ქუთაისის ახალგაზრდული საბჭო ძლიერი თვითმმართველობისთვის!" გამარჯვება მოიპოვა

"EECMD"-ის "DRIVE Democracy"-ის პროგრამის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „ქუთაისის ახალგაზრდული საბჭო ძლიერი თვითმმართველობისთვის!“ გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ტრენინგზე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის, მისი ძირითადი პრინციპების და სტრუქტურის შესახებ.

 

სატრენინგო მოდული მოიცავდა პრაქტიკულ დავალებასაც. მონაწილეებმა კონკრეტული ქეისების მიხედვით იმსჯელეს საკითხის გადაწყვეტა ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციას განეკუთვნებოდა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის. სავარჯიშო მიზნად ისახავდა, ახალგაზრდების მიერ თვითმმართველობის უფლებამოსილებების და ვალდებულებების უკეთ გააზრებას და გაანალიზებას.

 

ტრენინგის შესახებ უფრო დეტალურად FirstNews.ge-ს პროექტის კოორდინატორი თეონა ფურცხვანიძე ესაუბრა:

 

"ქუთაისში ახალგაზრდული საბჭოს შექმნა ჩვენი ქალაქის წინსვლის ერთ-ერთი წინაპირობაა. იმ საზოგადოებაში, რომელსაც აქვს სურვილი იყოს განვითარებული, ყველაზე ხმამაღლა ახალგაზრდების ხმა უნდა ისმოდეს. მათ კი ჩვენი მხრიდან გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა სჭირდებათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორისაა ადგილობრივი თვითმმართველობა, თვითმმართველობის ბიუჯეტის მიღების სრული ციკლი, ადგილობრივი საჭიროებების და პრობლემების მოკვლევა და ანალიზი. მოხარული ვართ, რომ "EECMD"-იმ "DRIVE Democracy"-ის მონაწილეებს საშუალება მოგვცა წარგვედგინა პროექტი სწორედ ახალგაზრდული საბჭოს წევრების უნარების და კომპეტენციების გაძლიერებაზე. პროექტი გარდა ვორქშოპებისა, ითვალისწინებს იმიტირებული საკრებულოს სხდომის ჩატარებას საბჭოს წევრების მონაწილეობით, ასევე ფლაერების მომზადებას და გავრცელებას, საბჭოს პოპულარიზაციის მიზნით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისს ჰყავს შესანიშნავი ახალგაზრდა თაობა, რომელიც სრულად აცნობიერებს საკუთარ როლს და პასუხისმგებლობას ქალაქის განვითარების და პოზიტიური ცვლილებების მოტანის საქმეში",- განაცხადა თეონა ფურცხვანიძემ.

 

უუჯუჯ777

 

მეორე შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო პროფორიენტაციის საკითხებზე საუბარს, რომელმაც ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია;

 

ტრენინგის მეორე ნაწილში, მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის და მისი მიღების სრული ციკლის განხილვა. ახალგაზრდებმა გაანალიზეს ბიუჯეტის მიღების ეტაპები და შეასრულეს ჯგუფური სავარჯიშო. ასევე, გაეცვნენ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებსა და მექანიზმებს;

 

შეხვედრის შემდგომ ეტაპზე ყურადღება დაეთმო ადგილობრივ დონეზე პრობლემების მოკვლევის საკითხს. ამ ეტაპზე ზოგადად მიმოვიხილეთ ადგილობრივი საჭიროებები. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მომავალ კვირას გაგრძელდება.

 

სწორედ განათლების გამოწვევებსა და ინდივიდის როლს პროფესიული ორიენტაციის ფილოსოფიაში - ეხებოდა დღევანდელი ტრენინგი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის იმერეთის წარმომადგენლობის მენეჯერმა, ბექა ძოწენიძემ ჩაატარა.

 

"მასტერკლასი ქუთაისის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის გაიმართა, სადაც სხვადასხვა მაღალკლასელია გაწევრიანებული. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია: განათლებაზე, როგორც პიროვნების განვითარებისა და ფორმირების საშუალებაზე; განათლების პოლიტიკის ფილოსოფიაზე: წარსულის, აწმყოს და მომავლის პერსპექტივაზე; ინტერდისციპლინურ სწავლა/სწავლებაზე; უმაღლესი განათლების საფეხურებზე და ამ მხრივ უახლეს კვლევებზე; (მაგალითად, ვებომეტრიქსის შედეგები) ზოგადად, ინდივიდის როლზე - პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბება-განვითარების მნიშვნელობაზე. პროექტის „ქუთაისის ახალგაზრდული საბჭო ძლიერი თვითმმართველობისთვის!“ განხორციელება შესაძლებელი გახდა „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“-"DRIVE Democracy" მცირე გრანტების მხარდაჭერის ფარგლებში" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში პროექტის ტრენერმა ბექა ძოწენიძემ.

 

88888კკკ

 

წაკითხვა 397 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 23 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.