ოქტომბერი 20 2021 წაკითხვა 324 ჯერ

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ოქტომბერი 19 2021 წაკითხვა 377 ჯერ

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იმ სტატუსის შინაარსს განმარტავს, სადაც ის წერს, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან.

ოქტომბერი 19 2021 წაკითხვა 444 ჯერ

ქუთაისის მერობის კანდიდატთან იოსებ ხახალეიშვილთან აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროექტების “DRIVE DEMOCRACY” ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე წინასაარჩევნო პროგრამისა და გარემოს შესახებ იმსჯელეს. მერობის კანდიდატმა საკუთარი პროგრამა გააცნო შეხვედრაში მონაწილეებს. მან ყურადღება გაამახვილა ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც ქუთაისს დღემდე არ ჰქონია. მისი თქმით, გენერალურ გეგმაში 4 მიმართულებაა: დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული ცეტრი, განათლებისა და კულტურის ცენტრი, ეკოქალაქი, ევროპის კარიბჭე.

 

მერობის კანდიდატმა დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა. როგორც იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, დიდი ყურადღება მიექცევა ქალქის ინკლუზიური ინფრასტრუქტურის შექმნას შშმ პირებისთვის, ასევე ბავშვთა უფლებების დაცვას.

 

დემოკრატიული პოლიტიკური კულტურისა და კონსტრუქციული პოლიტიკური დებატების დამკვიდრების ნაწილში იოსებ ხახალეიშვილმა არაკორექტული კამპანიის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის სადისკრედიტაციოდ დაიწყო. იოსებ ხახალეიშვილის თქმით, ის დანებებას არ აპირებს მედიით ტირაჟირებული ცილისწამებებისგან საკუთარი სიმართლის დასაცავად.

 

„გასაგებია, არჩევნებში გამარჯვების მოჭარბებული სურვილი ყველაფერზე წასვლისა და ყველაფრის კადრების მზადყოფნაში აყენებთ, მაგრამ ის მტკნარი და ბინძური სიცრუე, რაც ჩემ მიმართ შეთხზეს, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. ნაძირალა ადამიანების პრინციპია, როცა მიზნად ისახავენ, ადამიანი მდგომარეობიდან გამოიყვანონ, აბრალებენ ზუსტად იმას, რასაც მთელი ცხოვრება თვითონ ებრვის ან რასაც ძალიან უფრთხილდება. მთელი ცხოვრება ღირსეულად ვიცხოვრე, შვილებსაც ვცდილობ მივცე წესიერებისა და პატიოსნების პირადი მაგალითი და სწორედ ამ ღირსებაზე შეეცადნენ სიბინძურით დაერტყათ. თემაც შემთხვევითი არ არის - პიარის ზირითადი პრინციპით არის გათვლილი: ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, უამრავი თანაქალაქელი ბავშვობიდან დღემდე მიცნობს და მახასიათებს როგორც წესიერ და პატიოსან კაცს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეეცადნენ, სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლების გასანეიტრალებლად შეეთხზათ ბინძური მითი, რომელიც მათი აზრით, ღირსებით მცხოვრები კაცის იმიჯს დამინგრევდა და გამინადგურებდა. თუმცა არაფერი გამოუვიდათ, რადგან ამ ქალაქში მხოლოდ გაეცინათ მათ მდაბიურ ცილისწამებაზე. მაგრამ მე მყავს შვილები. ჩემი ოჯახით, ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას და ყველაფერს გავაკეთებ კანონის ფარგლებში, რომ ჩემს შვილებს მისხალი უხერხულობის განცდა არ დარჩეთ მამის მიმართ ამ ბინძური ცილისწამების გამო!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოქტომბერი 19 2021 წაკითხვა 442 ჯერ

როცა ასეთი საშინელი რაღაცები ხდებოდა, ამას უნდა სინანული, შვილო. ღმერთს არავის დაღუპვა არ უნდა - უფალი ამბობს, არა მნებავს სიკვდილი ცოდვილთა, არამედ მოქცევა და ცხონება მისიო - არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულადო. ამიტომ, ის ყოველი ადამიანისგან სინანულს ელოდება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ - ამის შესახებ სხალთელმა მიტროპოლიტმა სპირიდონმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ოქტომბერი 19 2021 წაკითხვა 353 ჯერ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია COVID-ით გარდაცვალების რისკს 11-ჯერ ამცირებს, - ამის შესახებ ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროფესორმა, ლეანა ვენმა CNN–თან ინტერვიუში განაცხადა.

ოქტომბერი 19 2021 წაკითხვა 427 ჯერ

თუ ქვეყანამ აცრის მოცვის მაჩვენებელი ვერ ასწია, ყოველ ორ თვეში ამ ტიპის და უფრო მძაფრი ტალღები იქნება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა. 

გვერდი 200 სულ 554
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.