გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ესპანელი რობერტო კარბალიეს ბაენა დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია კორონავირუსის 400 698 შემთხვევა.
ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ Pfizer-BioNTech-ის პირველ და მეორე დოზას შორის უფრო დიდი ინტერვალი ორგანიზმის იმუნურ სისტემას აიძულებს, კორონავირუსის მეტი ანტისხეული გამოიმუშავოს. ინფორმაციას ВВС ავრცელებს.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ვაქცინა ინფიცირებისგან საიმედოდ ვერ იცავს, თუმცა მას გართულებული შემთხვევების თავიდან აცილება შეუძლია.
კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობის არგანიზმში ინფექციის ანტისხეულები ერთი წლის შემდეგაც ჩნდება.